აშშ-ს რუსეთთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა სურს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა.
დიპლომატები ერთმანეთს რეიკიავიკში არქტიკული საბჭოს ფარგლებში შეხვდნენ.
სერგეი ლავროვის თქმით, მხარეებს სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა აქვთ რიგ საკითხებზე, თუმცა თანამშრომლობენ ისეთ საკითხებში, სადაც მათი ინტერესები ემთხვევა. რუსმა დიპლომატმა შეხვედრა კონსტრუქციულად შეაფასა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ორ ქვეყანას შეუძლია, ერთად იმუშაოს.
აშშ-მა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის აღმასრულებელი დირექტორისთვის დაწესებული სანქციები გააუქმა











