აშშ სანქციებს დაუწესებს ყველა ქვეყანას, რომელიც ირანთან იარაღით ივაჭრებს,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაშია აღნიშნული.
სანქციები შეეხება როგორც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ასევე მათ, ვინც უზრუნველყოფს ტექნიკურ მომზადებას, ფინანსურ დახმარებას, მომსახურებასა და შეიარაღებასთან დაკავშირებულ სხვა დახმარებას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ყველა ქვეყანამ, რომელიც დაინტერესებულია მშვიდობითა და სტაბილურობით ახლო აღმოსავლეთში, „თავი უნდა შეიკავოს ირანთან იარაღის ვაჭრობისგან“.











