ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ქვეყნის დემოკრატიის დაცინვაა. ინფორმაციას Belta ავრცელებს.
„დემოკრატიის საყრდენი… შეხედეთ, რა ხდება ამ არჩევნებზე. ეს ხომ სირცხვილი და დემოკრატიის დაცინვაა?“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ყურადღებით დააკვირდება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო ორგანიზაციების გამოხმაურებებს.
„იქ განმეორებითი არჩევნები დღესვე უნდა მოითხოვონ, რადგან ყველა, მათ შორის შიდა კანონმდებლობაც, დაარღვიეს. ძალიან საინტერესოა, როგორი რეაქცია ექნებათ გერმანელებს, ფრანგებს და სხვა სუპერდემოკრატებს“,- აღნიშნა ლუკაშენკომ.











