ჯონს ჰოპკინიზის უნივერსიტეტის გამოთვლებით, შეერთებულ შტატებში, კორონავირუსით ინფიცირების საერთო მაჩვენებელი 23 532 037 ადამიანს უტოლდება. ინფორმაციას CNN World ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვაქცინის 31 161 075 დოზა ქვეყნის მასშტაბით გაანაწილეს. მოქალაქეებისთვის ვაქცინის პირველი, 12 279 180 დოზა, უკვე გამოწერილია. ინფორმაციის შესახებ შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი იუწყება.
აღნიშნულ მონაცემებში აშშ-ის 50 შტატი და მისი სხვა ტერიტორიები, ასევე კოლუმბიის ოლქი და სამშობლოში დაბრუნებული ინფიცირებული მოქალაქეების შემთხვევებიც შედის.
Worldometers-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის, აშშ-ში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 14 228 969 ადამიანი; ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობა 24 102 429-ს უტოლდება, ხოლო გარდაცვლილია – 401 856 ადამიანი.
ავტორი: ამუკა ქორიძე











