აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში, ტურისტებით სავსე ავტობუსი გზიდან გადავარდა.
სულ 57 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მძღოლი. ყველა მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძობს მკურნალობას. – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მათვე ცნობით, მგზავრთაგან ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც.












