დღეს აჭარაში 400-ზე მეტი კლინიკურად გამოჯანმრთელებული პაციენტი ბინაზე გაეწერება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოჯანმრთელებულების კრიტერიუმების ცვლილებებიდან გამომდინარეობს.
„დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რაც გულსხმობს გამოჯანმრთელების კრიტერიუმებს და დღეს უკვე აჭარაში გვეყოლება 400-ზე მეტი კლინიკურად გამოჯანმრთელებული ადამიანი, რომელიც გაეწერება ბინაზე.
რაც შეეხება მიმდინარე სტატისტიკას. ჩვენ შემდეგი დღეების განმავლობაშიც ველით, რომ ეს რიცხვები იქნება შენარჩუნებული, თუმცა მთავრია, რომ ყველა ახალ ინფიცირებულებთან მიმართებაში ტარდება შესაბამისი რეაგირება“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ახალი პროტოკოლის მიხედვით, კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები აღარ არის.
ნახეთ, ჯანდაცვის მიერ გავრცელებული ახალი პროტოკოლი დეტალურად:











