აჭარაში შეზღუდვები არ გაითვალისწინეს და 6 სარიტუალო დარბაზი დაჯარიმდა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
„აჭარის რეგიონში 6 სარიტუალო დარბაზის დაჯარიმება დაგვჭირდა მას შემდეგ, რაც რეკომენდაციების გავრცელების და გაფრთხილების მიუხედავად, კვლავ განახორციელეს სარიტუალო ღონისძიება. ჯამში, ქვეყნის მასშტაბით დაჯარიმებულია 20 ბიზნეს-სუბიექტი, სარიტუალო დარბაზი იმისთვის, რომ მათ შეზღუდვების მიუხედავად, აკრძალული ღონისძიება განახორციელეს. ღონისძიებები მოდიფიცირებას განიცდის და ადამიანების ნაწილი ცდილობს, რეგულაციების გვერდის ავლით განახორციელოს სხვადასხვა ღონისძიება,“- განაცხადა ბექა ფერაძემ.









