დღეს უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაჯამა.
უსკომ განკარგულებით 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით მეორე ტური დანიშნა, რომელიც 21 ნოემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის N-28 და N-30 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიმართება.
პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით 5%-იანი ბარიერი გადალახა შემდეგმა ორმა საარჩევნო სუბიექტმა: N5 ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია’’ (61 242 ხმა, 33,96%) და N41 – „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო’’ (82 700 ხმა, 45,86%).
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებად პროპორციული წესით არჩეულნი არიან:
1. გია აბულაძე ;
2. ლევან ანთაძე;
3. ელგუჯა ბაგრატიონი;
4. დავით ბაციკაძე;
5. დავითგაბაიძე;
6. ნადიმ ვარშანიძე;
7. მედეა ვასაძე;
8. თინათინ ზოიძე;
9. დავით თედორაძე;
10. გიორგი კირთაძე;
11. გიორგი მანველიძე;
12. ლადო მგალობლიშვილი;
13. თორნიკე რიჟვაძე;
14. მამული სურმანიძე;
15. ჯაბა ფუტკარაძე;
16. ირაკლი ჩავლეიშვილი;
17. ირაკლი ჭეიშვილი;
18. ფატი ხალვაში.
შეგახსენებთ, ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარს აცხადებს, ასევე უარი თქვეს დეპუტატის მანდატებზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. ისინი არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნით 8 ნოემბრიდან აჭარის მთავრობის სახლთან აქციას მართავენ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











