ხმაური და დაპირისპირება იყო აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აჭარის უმაღლეს საბჭოსთან. ოპოზიციის მხარდამჭერების აქციაზე დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის.
როგორც აქციის ერთ-ერთი წევრი ჯუნა ბახტაძე აცხადებს, დაპირისპირება მოჰყვა შენობაზე სტიკერების გაკვრას. არსებული ინფორმაციით დაკავებულია ორი პირი. დაკავებულია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” აფელირებული არასამთავრობო ორგანიზაცია , „ ალტერნატივას“ ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე და ამავე ორგანიზაციის წევრი ნუგზარ ხოზრევანიძე.
„აქციის ორი მონაწილეა დაკავებული. ისინი ცდილობდნენ ღობეზე ასვლას და სამთავრობო სპეციალური სამსახურის არაერთი მოწოდების მიუხედავად, ჩამოსულიყვნენ ღობიდან, არ დაემორჩილეს. ასევე ტერიტორიაზე მყოფმა პოლიციელებმაც მიუთითეს, რომ დამორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და ჩამოსულიყვნენ ღობიდან, არ დაემორჩილნენ. მოხდა მათი ადმინისთრაციული წესით დაკავება. ორი პირია დაკავებული პოლიციის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის გამო“, განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კოტე ანანიაშვილმა.
შეგახსენებთ, აჭარის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს სხდომა აქციისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომას მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატები ესწრებიან. ოპოზიცია პროტესტის ნიშნად დეპუტატის მანდატებზე უარს აცხადებს და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით აქციებს მართავს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











