აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების გამო, რეგიონში კოვიდკლინიკების რაოდენობა 12-დან რვამდე შემცირდა.
როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, ამჟამად რეგიონში ინფიცირებულებისთვის მხოლოდ სამი სასტუმრო იმუშავებს.
„ინფიცირებულთა რაოდენობის კლება პირდაპირ კავშირშია დაწესებულ შეზღუდვებთან. დღეს მხოლოდ 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რა თქმა უნდა, ეს კავშირშია იმასთანაც, რომ სადღესასწაულო დღეებში მიმართვიანობა იყო შემცირებული, თუმცა ბოლო დღეებში საშუალოდ მაინც ტარდებოდა 1700-მდე ტესტი. სტაბილიზაცია შეინიშნება, თუმცა ჯერ კიდევ ორკვირიანი დაკვირვება გვჭირდება დასკვნების გასაკეთებლად“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.











