აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უფასოდ დამუშავების პროგრამა წელსაც განხორციელდება.
„გასულ წელს პროგრამული გავხადეთ აჭარაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დამუშავება უფასოდ. ეს პროგრამა წელსაც განხორციელდება, აპრილში უკვე აიღებს სტარტს და ჩვენი სამიზნე გეგმა გახლავთ აჭარაში დამუშავდეს არანაკლებ 2000 ჰა-ზე მეტი სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები. ეს საშუალებას მისცემს ფერმერებს კიდევ უფრო მეტი დოვლათი შექმნან სოფლად. ასევე, მნიშვნელოვანია ის კონკრეტული პროექტი, რომელსაც ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მელიორაციის კუთხით და ჩვენ ვგეგმავთ, რომ მოვახდინოთ რეაბილიტაცია რამდენიმე სამელიორაციო სისტემის მუნიციპალიტეტებში და ასევე, ეს მოგვცემს საშუალებას ფერმერული მეურნეობის განვითარების კუთხით კიდევ უფრო მეტი დინამიკა გვქონდეს და სოფლის მხარდაჭერის მიზნობრივი პროგრამები, როგორიც გახლავთ სოფლად მეწარმეობის მხარდაჭერა და ასევე სოფლად ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერა. ამ მხრივაც მობილიზებულია თანხები, 2 მილიონ ლარზე მეტი, რაც მოგვცემს საშუალებას 150-ზე მეტი პროექტი განვახორციელოთ აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











