აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე დაკავებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის რეზო ხარაზისა და სამოქალაქო აქტივისტის ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესი გაიმართა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ რეზო ხარაზი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.
ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, როდის გაიმართება შემდეგი პროცესი.
ხოლო ირაკლი ჩხვირკია სასამართლოს გადაწყვეტილებით, 7-დღიან პატიმრობაში დატოვეს. რეზო ხარაზი კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია-პერფორმანსი „ნუ გეშინია ბუშტების“ გაიმართა.
აქციის მონაწილეები ჰელიუმის ბუშტების ბოძებძე დამაგრებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ ორი პირი დააკავა. მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დაიწყო.











