fbpx
28/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

აჭარის მთავრობის სახლთან, ე.წ. „თავისუფლების კვარტალში“ ოპოზიციური პარტიების შეხვედრა გაიმართა

20:10 December 8, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
799
ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან, ე.წ. „თავისუფლების კვარტალში“ კარავში გაიმართა იმ ოპოზიციური პარტიების შეხვედრა, რომლებმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი გადალახეს და საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატობის მანდატები მოიპოვეს.

შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განსხვავებული განცხადებები გააკეთეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტილებას არ ცვლის და აცხადებენ, რომ მტკიცე უარს ამბობენ მოპოვებულ მანდატებზე.

„კომფორტულ კაბინეტებში ჯდომისთვის არ ავურჩევივართ ჩვენ ხალხს. ხალხმა აგვირჩია, რომ ამ ქვეყანას ვუშველოთ, კრიზისიდან გამოვიყვანოთ და ხვალინდელი დღე უარესი კი არ იყოს, არამედ იყოს უკეთესი“,- აცხადებს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კირთაძე.

როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი ირაკლი ჩავლეიშვილი აცხადებს, მისი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ „რესპუბლიკური პარტიის“ ცენტრალურ ოფისში.

„პარტიები როგორც გადაწყვეტენ, ჩემთვის მთავარი არის, რა პოზიციას დაიკავებს ამ შემთხვევაში “რესპუბლიკური პარტია. რა თქმა უნდა, ყველა პარტია ინდივიდუალურად მსჯელობს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. იმიტომ იმართება ეს ფორმატი პარტიების მხრიდან და მიმდინარეობს მსჯელობა, შემდეგ კი საერთო გადაწყვეტილებას ოპოზიციური სპექტრი მიიღებს ერთად“,- განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე აცხადებს, გაყალბებული არჩევნების ქრონიკას წერტილი დაესმება იმ შემთხვევაში, თუ არც პარლამენტში და არც აჭარის უმაღლეს საბჭოში არ შევა ოპოზიცია.

„უხეირო პოლიტიკური სისტემისგან ივანიშვილის „ქართული ოცნება“ წარმოდგენილია 14 კაცით და ოპოზიცია 7 კაცით, რაც წარმოშობს წინააღმდეგობას ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის. აჭარის მოსახლეობამ, რეგიონულ ჭრილში რომ განვიხილოთ, ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების გაგრძელებაზე უთხრა უარი. ახლა რომ განვიხილოთ ეროვნულ დონეზე, 30 მაჟორიტარული კუდი მოიტოვა და 30-ვე თვითონ გაიყვანა მთავრობამ. უმაღლეს საბჭოში შვიდი დეპუტატია გასული. თუ ვინმე ამ დეპუტატებიდან ინდივიდუალურად შევა, ეს მისი პასუხიმგებლობის საკითხი იქნება და ამომრჩეველი მას პასუხს გასცემს. ჩვენი პარტიიდან თუ შევა ვინმე, ან გაერთიანებული ოპოზიციიდან, ის პარტიიდან ან ბლოკიდან გაირიცხება. ის გაემიჯნება პარტიას”- განაცხადა მურმან დუმბაძემ.

შეგახსენებთ, აჭარაში 5 პროცენტიანი ბარიერი ორმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალური მოძრაობამ“ გადალახა. თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები დეპუტატის მანდატებზე უარს აცხადებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აჭარის მთავრობასთან აქციას მართავენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მიმდინარე აქციებსა და ოპოზიციონერი დეპუტატების ბოიკოტს.

„რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს კონტექსტს, აქ ჩვენი პოზიცია არის ერთმნიშვნელოვანი და ურყევი. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ გამოჩნდება კონკრეტული პოლიტიკოსი, კონკრეტული პირი, რომელიც გაუძლებს ნაცმოძრაობის ზეწოლას, ვფიქრობ, სახელმწიფოებრივი გადასახედიდან საკმაოდ პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის უმაღლეს საბჭოს ფორმატში მონაწილეობის მიღება და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ჩემი და ჩემი გუნდის მხრიდან პატივისცემა გარკვეულწილად მოიმატებს“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ავტორი: ნაირა ქობულაძე 

თეგები: 2020 წლის არჩევნებიოპოზიციის ბოიკოტიოპოზიციის პოზიცია

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

კომიტეტის სხდომას როცა ესწრები და პლენარულს არა, ცოტა უცნაური ბოიკოტია – იაგო ხვიჩია

November 22, 2021
768
მთავარი ამბავი

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

July 12, 2021
802
მთავარი ამბავი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კონკრეტული პირების გამოკითხვა დაიწყო

June 15, 2021
783

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია