აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. კოვიდ დადებით პირთან კონტაქტის გამო კვირის დასაწყისიდან ის თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებოდა.
„ამ დროისათვის განსაკუთრებული გართულებები არ აღმენიშნება და მკურნალობის კურსს გავდივარ ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო მუშაობას ვაგრძელებ დისტანციურ რეჟიმში. გისურვებთ ჯანმრთელობას!”- წერს დავით გაბაიძე სოციალურ ქსელში.
ავტორი: ნაირია ქობულაძე











