სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ჯანმოს წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სკოლებში წესების დაცვა, რათა ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების რისკი თავიდან ავიცილოთ.
WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა ვიდეოკონფერენციის დროს იმ რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომლის დაცვაც სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ აუცილებელი იქნება.
WHO-ს წარმომადგენლის რჩევები ასეთია:
- დასწრებისა და შესვლის წესების შემოღება (მაგ- ტემპერატურის გაზომვა, გარეთ რიგში დგომა, უსაფრთხოების დისტანციის დაცვა და სხვ.)
- მასწავლებლებისა და მოსწავლეების მცირე ჯგუფებად დაყოფა, რომლებიც ერთმანეთთან არ შეერევიან ( ხშირად ეძახიან „ბაბლს“, წრეს, კაფსულას)
- გაკვეთილების დაწყების, შესვენებების, სადილისა და დასრულების დროების მონაცვლეობა; ფიზიკურად ყოფნის შენაცვლება (მაგ: ალტერნატიული დღეები და ცვლები).
- ფიზიკური სივრცის რეორგანიზაცია (სულ მცირე 1 მეტრიანი დისტანციის დაცვა). შესასვლელ-გასავლელის დადგენა, სავალი მიმართულებების მონიშვნა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით.
- ხელის დაბანისა და ხელის სადეზინფექციო საშუალებების მოწყობა, ზედაპირებისა და საზიარო ნივთების ხშირი გასუფთავება, ადეკვატური და შესაბამისი ვენტილაციის უზრუნველყოფა, ასაკისთვის შესაბამისი ნიღბის ტარება, როცა ფიზიკური დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება ნიღბების უზრუნველყოფა
- სიმპტომების სკრინინგი მშობლებისა და მასწავლებლების მიერ, საეჭვო შემთხვევების ტესტირება და იზოლაცია; რისკის შემთხვევებში სახლში დარჩენის პოლიტიკა.











