თბილისში, გმირთა მოედანზე, ზოოპარკთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავებულები კი კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
ფოტო: „პირველი არხი“











