მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ავტომობილის მძღოლი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოწვია.











