ნინოწმინდა-ფოკას საავტომობილო გზაზე ავარია მოხდა. Nissan-ის მარკის ავტომობილი მოძრაობისას გადატრიალდა. უბედური შემთხვევის შედეგად 64 წლის მძღოლი, სოფელ განჯის მკვიდრი გარდაიცვალა. მას სავარაუდოდ, გულის შეტევა დაემართა.
თვითმხილველის თქმით, მანქანაში გარდაცვლილის შვიდი წლის შვილიშვილიც იმყოფებოდა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.











