ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში.
სატვირთო ავტომობილი, რომელსაც შეშა გადაჰქონდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა ოთხი ადამიანი. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს.











