საგარეჯოში ავარია მოხდა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, სამი არასრულწლოვანი. შემთხვევა სოფელ მზისგულთან ცოტა ხნის წინ მოხდა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, ათ ამ წუთებში შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.
ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი “სუბარუს”და “ლექსუსის” მარკის ავტომობილები შეეჯახა. შედეგად დაზიანებები მიიღეს მძღოლმა და მგზავრებმა.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.











