ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, წნორი-დედოფლისწყაროს დამაკავშირებელ გზაზე, ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.
შეჯახების შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, წნორის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, ამ დროისათვის ორივე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვლი











