ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა ქობულეთში რუსთაველის ქუჩაზე გუშინ საღამოს მოხდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში „პრაიმტაიმნიუს“ უთხრეს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
„ადგილზე მისულ ეკიპაჟს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა“, – აცხადებენ უწყებაში.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276 მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ასევე გუშინ დაბა ჩაქვთან.
შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ერთს ადგილზე გაეწია დახმაღება, ორი კი უგონო მდგომაღეობაში კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამი ეკიპაჟი იმყოფებოდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.











