გორი-შავშვების მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთაგან კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, გიორგი მურადაშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, დაშავებული კლინიკა „გორმედიდან“ რეანომობილით თბილისში, სამედიცინო ცენტრ „ჯერარსში“ გადაჰყავდათ. პაციენტი აღნიშნულ კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ცნობისთვის, 9 ოქტომბერს, გორი-შავშვების საავტომობილო გზაზე ქორწილის კორტეჟში მყოფი ერთ-ერთი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა, 3 კი – მძიმედ დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი 9 ოქტომბერს კლინიკაში დაიღუპა.
კიდევ ერთი დაშავებული, გიორგი ცერაძე, ამ დრომდე სტაციონარში რჩება.











