ავსტრალიაში თაგვების შემოსევაა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian ავრცელებს.
თაგვების შემოსევა უკვე სამი თვეა გრძელდება, რისი სავარაუდო მიზეზიც, ექსპერტების აზრით, მარცვლეულის უხვმოსავლიანობაა.
მარცვლეულის მოსავლისა და სხვა მარაგების განადგურების გარდა თაგვებმა ავსტრალიის ერთ-ერთ რეგიონულ საავადმყოფოში სამი პაციენტი დაკბინეს, რის შემდეგაც მათ ცხელება განუვითარდათ.
ადგილობრივებს დღეში ერთი ხაფანგიდან 400-500 თაგვი ამოჰყავთ და ვითარება სულ უფრო მძიმდება.











