კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო ავსტრიაში ლოქდაუნი თებერვლამდე გახანგრძლივდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მთავრობის გეგმის მიხედვით, ქვეყანაში არასაჭირო მაღაზიები, მუზეუმები და სალონები 8 თებერვალს გაიხსნება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ავსტრიაში კორონავირუსის 390 ათასამდე შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს შვიდი ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











