ბაჩალიაშვილის ოჯახმა, ადვოკატთან ერთად საგანგებო ბრიფინგი გამართეს. როგორც მიხეილ რამიშვილი აცხადებს, ის დარწმუნებულია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი, პოვნის ადგილზე 5 დღის განმავლობაში არ მდგარა.
„დავრწმუნდი რომ სიცურეა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ავტომობილი 5 დღე იქ არ მდგარა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ინფორმაციით, იმ რაიონის მაცხოვრებლები ტერორის ქვეშ არიან. აღმოჩნდა ერთი ადამიანი, რომელმაც ივაჟკაცა და გააკეთა 3 დღის ჩანაწერები, რომელიც მერე დააფიქსირეს და დევნა განახორციელეს ამ პირზე. გააკეთა ჩანაწერები თუ რამხელა რაოდენობის ნახირი გადაადგილდება, ყველას თავისი მწყემსი ყავს, თავისი დამცველი ძაღლი, იქ ავტომობილი არ იდგებოდა 5 დღის განმავლობაში.
ამას ემატება, ტელევიზიების მიერ დრონის გადაღებული კადრები, სადაც ჩანს ზემოდან გადაღებული როგორც ერთი, ისე მეორე კვალი,, მოხვეული გზით არის შენასვლელი. ხვალ როცა შევხვდებით გენერალურ პროკურორს და ყველა კითხვას დავსვამთ,“- განაცხადა რამიშვილმა.











