ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მთაწმინდის რაიონში, რჩეულიშვილის ქუჩაზე. სატვირთოს ტიპის ავტომანქანის შეჯახების შედეგად ორი მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა.
სავარაუდოდ, სატვირთოს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ საცხოვრებელი სახლის ეზოს წინ გაჩერებულ BMW-ს მარკის ავტომანქანას შეეჯახა, ამის შემდგ კი სახლის ეზოში შევარდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა თავად სატვირთოს მძღოლი.
„პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.











