ცოტა ხნის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა ნატანები-ქობულეთის გზაზე მოხდა.
სწრაფად მოძრავი მოტოციკლი ძაღლს დაეჯახა, რის შედეგადაც, სავალი ნაწილიდან გადავარდა. დაღუპულია მოტოციკლის მძღოლი, ახალგაზრდა კაცი.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი








