აზერბაიჯანმა და სომხეთმა ტყვეები გაცვალეს. ამის შესახებ ბრიფინგზე მთიან ყარაბაღში რუსული მხარის წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა რუსტამ მურადოვმა განაცხადა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
მურადოვის თქმით, ტყვეების გაცვლა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 9 ნოემბრის განცხადების შესაბამისად განხორციელდა პრინციპით „ყველა ყველაზე“.
კერძოდ, აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა 12 ადამიანი, ხოლო სომხურ მხარეს 44.











