12 დეკემბერს აზერბაიჯანულმა მხარემ მთიანი ყარაბაღის სოფლების მიმართულებით შეტევა განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„არმიის თავდაცვის ნაწილები ადეკვატურ ზომებს იღებენ”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების შედეგად აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბრძოლო მოქმედებები შეწყდა.
აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის ხეკშეკრულების დარღვევას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება.
განცხადების თანახმად, ხელშეკრულების დარღვევის პირველი სემთხვევა 11 დეკემბერს ჰადრუთის რეგიონში დაფიქსირდა.
“რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტინგენტი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სამშვიდობო ამოცანების შესრულებას განაგრძობს. რუსი სამშვიდობოები სიტუაციას 23 სადამკვირვებლო პუნქტზე აკვირდებიან და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს აკონტროლებენ. 11 დეკემბერს, ჰადრუთის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა”, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.











