ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი 162 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 1 პაციენტი კი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 39,686 შემთხვევა დადასტურდა, 581 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 37,255 პაციენტი განიკურნა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.











