აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ვიქტორ გასიმოვის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იქნება.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვაქცინაციის პირველ ეტაპზე ვაქცინა რისკ-ჯგუფებში შემავალ პირებს გაუკეთდებათ.











