საქართველო „პისიარ“ ტესტის აპარატს მიიღებს, რაც ქვეყანას ტესტირების შესაძლებლობების გაზრდაში დაეხმარება, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციაშია აღნიშნული.
„ცენტრალური და დასავლეთ აზიის ქვეყნებისთვის აზიის განვითარების ბანკმა 12 მილიონ დოლარიანი გრანტი გამოყო აღნიშნული მასალებისა და აღჭურვილობის შესაძენად და მოსახლეობის პანდემიისგან დაცვაში საკუთარი წვლილის შესატანად. აღნიშნული გრანტის ფარგლებში საქართველო „პისიარ“ ტესტის აპარატს მიიღებს, რაც ქვეყანას ტესტირების შესაძლებლობების გაზრდაში დაეხმარება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.











