მომავალი პანდემია, შესაძლოა, უფრო მომაკვდინებელი იყოს, ვიდრე კოვიდ-19-ი, – ამის შესახებ AstraZeneca-ს ვაქცინის ერთ-ერთმა შემქმნელმა, პროფესორმა სარა გილბერტმა განაცხადა.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
„კორონავირუსის პანდემიამ უკვე 5 მილიონზე მეტი ადამიანი მოკლდა და დასასრულისკენ ჯერ კიდევ შორსაა. ეს არ იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც ვირუსი საფრთხეს უქმნის ჩვენს სიცოცხლესა და საარსებო წყაროს. სიმართლე ისაა, რომ შემდეგი პანდემია შეიძლება უარესი იყოს. ის უფრო გადამდები, ან უფრო მომაკვდინებელი, ან ორივე ერთად შეიძლება იყოს“, – განაცხადა სარა გილბერტმა.









