გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი პროგრამისტებს გაერთიანებასა და დახმარებას სთხოვს.
„პროგრამისტებს ყველა ქვეყნისა მოგიწოდებთ!!!
გაერთიანდით და ჩემი უმანკო გოგონას მკვლელების საპოვნელად დამეხმაროთ რითიც შეგიძლიათ და მოიპოვოთ კომპრომატები,“- წერს თამაზაშვილი სოციალურ ქსელში.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.











