ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ინფორმაციას ოჯახის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი ავრცელებს.
მისივე თქმით, შეხვედრა დახურული იყო.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი და მიშა რამიშვილი დახურულ შეხვედრაზე შევხვდით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. მათ ასევე გადავეცით ბაჩალიაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული პირველადი დოკუმენტი. დოკუმენტი ასევე გადაეგზავნა საქართველოში მოქმედ ყველა საელჩოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს“, – აცხადებს ეკა ქობესაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი.











