გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, გოგონას მიერ ელექტროშოკის შეძენის ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მიზეზს გამოძიება დაადგენს. რამიშვილის თქმით, უცნობია ეშინოდა თუ არა გარდაცვლილს ვინმესი.
„ვერ გეტყვით, ვინმესი ეშინოდა თუ არა. ადამიანი მაგას რომ ყიდულობს, შეიძლება, ჩვეულებრივი მომენტი იყოს, თუ გავითვალისწინებთ, რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში კრიმინალური თვალსაზრისით. ყველას შეიძლება, ჰქონდეს თავდაცვის მიზნით. იმდენი ნივთია ამოღებული და დალუქული, როცა გაიხსნება, ვნახავ. რას უკავშირდება ამის შეძენა, ამას გამოძიება დაადგენს“-განაცხადა რამიშვილმა.
ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ მისი შვილი ბოლო 5-6 თვის განმავლობაში ელექტროშოკს ატარებდა.











