ტელეკომპანია „იმედის“გადაცემა „ქრონიკაში“ თამარ ბაჩალიაშვილის გამზრდელი ბებია რიტა ზურაბაშვილი გარდაცვლილ გოგოზე საუბრობს.
ირკვევა, რომ ის თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის დეიდაა.
როგორც რიტა ზურაბაშვილი ამბობს, მას თამართან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ის ამბობს, რომ ბაჩანა ლობჟანიძე გამოგონილი პერსონაა და მას შვილიშვილთან ურთიერთობა არ ჰქონია.
„ერთხელ ვუთხარი, გეტყობა, რომ შეყვარებული ხარ და მან მიპასუხა, რომ ვცდებოდი, მაგრამ როგორც კი ვინმე შეუყვარდებოდა, პირველს მე გამაგებინებდა. შემდეგ რაღაცნაირად მობრუნდა და მითხრა, რომ სამსახურში თავისი უფროსი მოსწონდა. მე ვკითხე ვინ არის, და მითხრა, რომ 32 წლისაა, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს – ძალიან ვაჟკაცურიაო.
ბაჩანას შესახებ საერთოდ არასდროს არაფერი უთქვამს. ეს არის შექმნილი პიროვნებაა, ის ნიკა გვარამიამ და იმ ადვოკატმა შექმნეს. ბაჩანა თამარის თანაკურსელი იყო, სულ კურსზე 500-მდე ახალგაზრდა იყო და მათ შორის ერთ-ერთი იყო ბაჩანა. ყველა იცნობდა, როგორც ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანს, არავისთან მეგობრობდა. ყველა ამბობს, რომ ის და თამარი მეგობრებიც კი არ ყოფილან“, – აცხადებს რიტა ზურაბაშვილი.











