„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ბნელი დღე ჩვენი ერის ისტორიაში“,- ამის შესახებ აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ერთ-ერთი ყველაზე ბნელი დღე ჩვენი ერის ისტორიაში და თავდასხმა, სიტყვასიტყვით, თავისუფლების ციტადელზე. ეს არ იყო უთანხმოება, უწესრიგობა, ეს იყო ქაოსი. კაპიტოლიუმში მყოფი ადამიანები არ იყვნენ დემონსტრანტები, ისინი იყვნენ „შინაური ტერორისტები“, „აჯანყებული ბრბო“. გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენ გვყავდა პრეზიდენტი, რომელმაც ნათლად გამოხატა ჩვენი დემოკრატიის, კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობისადმი უპატივცემულობა. მან დემოკრატიულ ინსტიტუტებზე შეტევა თავიდანვე დაიწყო“,- განაცხადა ჯო ბაიდენმა.











