„მას შემდეგ, რაც ვაქცინას ყველა ამერიკელი მიიღებს, შევეცდებით დანარჩენ მსოფლიოს დავეხმაროთ“,- ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„თუ ვაქცინების ჭარბი რაოდენობა გვექნება, დანარჩენ მსოფლიოს გავუზიარებთ. ბოლომდე დაცულები არ ვიქნებით მანამდე, სანამ მთელი მსოფლიო არ იქნება უსაფრთხოდ“,- განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 29,870,214 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 542,403 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 20,640,756-ს შეადგენს.











