ვიმედოვნებ მომავალი წლის გაზაფხულზე ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ WP-ი ავრცელებს.
„აუცილებელია, ხალხმა განაგრძოს წესების დაცვა. ხალხი უნდა იყოს გამჭრიახი და უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ შესაძლოა, კიდევ ბევრი დანაკარგი გვქონდეს“, – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ მაისის ბოლოს ამერიკაში ყველა ზრდასრულისთვის საკმარისი ვაქცინა იქნება.











