აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკაში ჯოგური იმუნიტეტის მიღწევა ზაფხულის ბოლომდე ძალიან რთული იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
„იმის წარმოდგენა, რომ საზოგადოებრივ იმუნიტეტს შეგვიძლია ამ ზაფხულის ბოლომდე მივაღწიოთ, ძალიან რთულია“,- აცხადებს ბაიდენი.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 27,611,403 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს 474,933 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 17,354,388-ს შეადგენს.











