გურჯაანში, ბაკურციხის 30-ე საუბნო საარჩევნო კომისიიდან, „ლეიბორისტული პარტიის“ დამკვირვებელი გააძევეს.
ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა ვარდოშვილის ინფორმაციით, დამკვირვებელმა კაბინიდან ბიულეტენების გარეთ გამოტანა გააპროტესტა.
„გურჯაანში, მასიურად კაბინებიდან გარეთ გამოდის ბიულეტენები. დავალება ასეთი აქვთ. თამარ ჯადუგიშვილმა, ეს გააპროტესტა და გამოაძევეს გარეთ“, – განაცხადა ვარდოშვილმა.
ბიულეტენების გარეთ გამოტანის ფაქტი დაფიქსირდა, კურდღელაურის 49-ე საარჩევნო უბანზეც.
დამკვირვებლები გააძევეს გურჯაანის 47-ე და სოფელ კოლაგის საუბნო საარჩევნო კომისიებიდანაც.
დამკვირვებლების გამოძევების ფაქტებზე, ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა საოლქო საარჩევნო კომისიებში.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











