„სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ სამმართველოში ჯანდაცვის ცენტრიდან შევიდა შეტყობინება დაახლოებით 45 ადამიანის ინტოქსიკაციის შესახებ. სააგენტო ინსპექტორები მოკვლევის მიზნით დაუყოვნებლივ გავიდნენ ადგილზე“, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„შემთხვევა აღინიშნა ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩა N 342- ში მდებარე სამკერვალო ფაბრიკაში შპს ” ფასტთრექტექსტილე” , სადაც 400 ადამიანია დასაქმებული და არის ორგანიზებული კვება. მზა საკვების მიწოდებას ახორციელებს ” ანკარა ქეითერინგი“.
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ატარებენ შემოწმებას ორივე ობიექტზე და ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები“.











