დღეიდან ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობას განაახლებს. იუსტიციის სახლის ყველა თანამშრომელს ტესტი უკვე აუღეს, პირველი შემთხვევის შემდეგ კი იუსტიციის სახლში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ბათუმში ამ დრომდე დაკეტილია „ხოფას ბაზრობაც“, თუმცა იგი მუშაობას ჯერ არ განაახლებს.
ბათუმის იუსტიციის სახლი გუშინ მას შემდეგ დაიხურა, რაც უწყების თანამშრომელს COVID19 დაუდგინდა.
დღეს ბათუმში კორონავირუსის კიდევ 25 შემთხვევა გამოვლინდა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, აჭარა უკვე წითელი ზონაა.











