ბათუმის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტი 252 მილიონ ლარს შეადგენს. ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტს მხარი საკრებულოს 25 დეპუტატიდან 14-მა დეპუტატმა დაუჭირა.
როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ბიუჯეტი მორგებულია სოციალურ პროექტებსა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე. მათი თქმით, ბიუჯეტი არის ხალხზე ორიენტირებული.
ბიუჯეტის დამტკიცების პარალელურად, საკრებულოს შენობასთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მიმდინარეობისას სამი ადამიანი დააკავეს.
ამასთან, სხდომის მიმდინარეობისას ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერმა დეპუტატმა მირდატ ქამადაძემ სპეციალური ნივთიერება გაუშვა, რის გამოც სხდომა დროებით შეწყდა.








