fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქეები პატიმრობაში დატოვა

18:27 February 10, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
822
ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის  შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე და  საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქეები იური ხომიჩი, ვლადიმერ დიაჩენკო და საქართველოს მოქალაქე მიხეილ ბატურინი პატიმრობაში დატოვა.

როგორც პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე აცხადებს,  სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულებს ედავება ჯგუფურად სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მცდელობას.

მისივე ინფორმაციით, 28 ნოემბერს ხსენებული პირები შემოვიდნენ თურქეთის რესპუნლიკიდან საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ისინი გაჩერდნენ ბათუმის თვალთახედვის არეში, რაც შეამჩნია სანაპირო დაცვის პოლიციამ და მას შემდეგ, რაც არ გამოვიდნენ კავშირზე, მოხდა მათი გადამოწმება. ისინი შემთხვების ადგილიდან წავიდნენ თურქეთის რესპუბლიკაში.

„სადღაც 3-4 წუთი ქონდათ დარჩენილი, რომ გადასულიყვნენ, ისინი დააკავა სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა. ისინი აცხდებენ, რომ ეს იყო თითქოს მშვიდობიანი გავლის უფლება, რასაც არ ვეთანხმებით, ვინაიდან საზღვაო კოდექსი პირდაპირ აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი გავლა სწრაფად შეუჩერებლად ერთი ადგილიდან მეორეში გავლას და არა შეჩერებას, თუ უკან დაბრუნებას.  მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, ცდილობდნენ გაქცევას, გადაჭრეს ბაგირი, არ გამოდიოდნენ კავშირზე და ა. შ. ისინი ვალდებული იყვნენ სანავიგაციო სისტემები გამოეყენებინათ, ნებართვა აეღოთ სანაპირო დაცვის წარმომადგენლებისგან და ა. შ. გამოძიება სრულყოფილად გრძელდება. ყველა ვერსია უნდა გადამოწმდეს. მათ შორის მიმდინარეობს გამოძიება მიგრანტის შესაძლო გადაყვანასთან დაკავშირებით. ის ვითარება რაც იახტაზე დახვდასასაზღვრო პოლიციას, იყო ჰიდროციკლი, ჰიდროკოსტიუმი, და ა. შ., რა თქმა უნდა, ეჭვს ბადებდა და მიუთითებდა , რომ ხომ არ ქონდა ადგილი საქართველოში მიგრანტების შემოყვანას. კონკრეტული სახელი-გვარი გამოძიებაში არ ფიგურირებს. მე პირველად გავიგე მიხეილ სააკაშვილის შესახებ დღეს დარბაზში. მსგავსს  არავინ არ ედავება. ისინი უკანონოდ დაკავებულები არ არიან, ისინი არიან პირები, რომლებიც უკანონოდ შემოვიდნენ.  გამოძიება მიმდინარეობს 344-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”- განაცხადა ვლადიმერ თურმანიძემ.

შეგახსენებთ, 2020 წლის ნოემბერში საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მცურავი არასამხედრო გემის სამი წევრი დააკავეს. ორი მათგანი, იური ხომიჩი და ვლადიმერ დიაჩენკო,  უკრაინის მოქალაქეები არიან, ხოლო მესამე, მიხეილ ბატურინი, საქართველოს მოქალაქეა, რომელიც წლებია უკრაინაში ცხოვრობს პროკურატურა მათ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთას ედავება. სამივე მათგანი სხვადასხვა დროს მიხეილ სააკაშვილთან არიან დაკავშირებული. მიხეილ ბატურინი კი სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრია.

 

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

თეგები: სასამართლო

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

November 10, 2021
863
სამართალი

ტერორიზმის საქმეში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი დაიხურა

August 26, 2021
799
სამართალი

ფოლდაანთაკრში მომხდარ მკვლელობაზე ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებულს გამამატყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს

August 23, 2021
788

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია