ბათუმში ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება იყო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „პრაიმტაიმნიუს“ განუცხადეს, ცეცხლი გაუჩნდა საწვავმზიდს.
„ბათუმში ტერმინალთან ცეცხლი ეკიდა საწვავ მზიდს. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“ – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ავტორი: ნაირა ქობულაძე










