მოძრაობა „ჰუმანურობისთვის” ორგანიზებით ბათუმსა და თბილისში პარალელურად ამნისტიის კანონპროექტის გადახედვის მოთხოვნით აქცია გაიმართა.
ბათუმში ერას მოედამზე შეკრებილი პატიმრების ოჯახის წევრები უკვე ორი მოსმენით მიღებული ამნისტიის კანონპროექტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს არის დისკრიმინაციული, შერჩევითი და ითხოვენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გარდა 1/4 სასჯელის შემსუბუქებას პატიმრებისთვის.
როგორც ისინი აცხადებენ პანდემიის გამო ამნისტიის კანონპროექტი გაცილებით ჰუმანური უნდა იყოს და ის რაც შეიძლება მეტ პატიმარს უნდა შეეხოს.
მათივე განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პატიმრები პროტესტს უერთდებიან და შიმშილობენ.
„ვითხოვთ ფართომასშტაბიან ჰუმანურ ამნისტიას, რადგანაც ჩვენ ვთვლით, რომ მთავრობის მიერ ამ ეტაპზე განხილვაში არსებული კანონპროექტი აბსოლუტურად არ შეესაბამება ჰუმანურობას. ეს არის სრულად იმედის გაცრუება, როგორც პატიმრებისთვს, ასევე პატიმრის ოჯახის წევრებისთვის. მოვითხოვთ, რომ თითოეულ პატიმარს შეეხოს 1/4. ჩვენ ამის მოლოდინი გვქონდა, დაგვპირდნენ, განწყობა გვქონდა შესაბამისი დ თუ გავითვალისწინებთ არსებულ სიტუაციას, პანდემიის პირობებში უნდა განხორციელდეს ჰუმანური ამინისტია, ნამდვილად გვინდა, რომ მთავრობამ იმედები არ გაგვიცრუოს. დიდი იმედი გვაქვს ამის”- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე სალომე სიხარულიძე.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











