ბათუმის მერიის ინიციატივით, 8 მარტს მუნიციპალური ტრანსპორტი მთელი დღის განმავლობაში ქალბატონებს უფასოდ მოემსახურება.
„ბათუმის ავტოტრანსპორტისა და ქალაქ ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მუნიციპალური ავტობუსებით გადაადგილება ქალბატონებისთვის უფასო იქნება.
მინდა წინასწარ მივულოცო ქალბატონებს ეს დღე, ვუსურვო ბედნიერება და რაც მთავარია, უსაფრთხო გადაადგილება”- განაცხადა შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტის” დირექტორმა ლევან ლაზარიაშვილმა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











